“ის, რაც ფრონტზე ხდება, სამარცხვინოა” – პრიგოჟინმა ბელარუსში მყოფ “ვაგნერელებს” მიმართა
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში მყოფ მებრძოლებს მიმართავს.
შესაბამისი ვიდეო “ვაგნერთან” დაკავშირებულმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს.
„ის, რაც ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელშიც მონაწილეობა არ გვჭირდება. დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ჩვენ სრულად შევძლებთ საკუთარი თავის გამოვლენას. ამიტომ, გადაწყდა, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიქნებით აქ, ბელარუსში“, – ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში.
მან ასევე თქვა, რომ სანამ „ვაგნერი“ ბელარუსში იქნება, ისინი ბელარუსის არმიას „მსოფლიოს მეორე არმიად“ აქცევენ და საჭიროების შემთხვევაში, გვერდში დაუდგებიან.
მან ასევე სთხოვა დაქირავებულებს ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ბელარუსები მათ შეხვდნენ „არა მხოლოდ როგორც გმირებს, არამედ როგორც ძმებს“.
მან მოუწოდა “ვაგნერელებს” „მოემზადონ“, აიმაღლონ „დონე“ და „ახალ გზაზე, აფრიკაში წავიდეთ“.
”და შესაძლოა, ჩვენ დავუბრუნდებით ომს იმ მომენტში, როდესაც დავრწმუნდებით, რომ არ ვიქნებით იძულებული შევირცხვენთ თავს და საკუთარ გამოცდილება”, – თქვა პრიგოჟინმა.