ევროკავშირს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებისთვის 5 ქვეყანა მიმართავს
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა: ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს ერთობლივად მიმართავენ, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრის შემდეგ გახანგრძლივდეს.
ამის შესახებ Reuters-ს უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნადმა განუცხადა.
„ვარშავაში მივემგზვარებით, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ხუთ ქვეყანას შორის და მოვაწეროთ დეკლარაცია ან შეთანხმება, რომლითაც ვთხოვთ ევროკავშირს აკრძალვა 15 სექტემბრის შემდეგ გააგრძელოს“, – თქვა მან.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს მარცვლეულის ნაკადის გაზრდა და ამ ხუთ ქვეყანაში “ხვრელების” გაჩენა.
ამავდროულად, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ვარშავა მზად არის, გააუმჯობესოს ტრანზიტი პოლონეთის გავლით, მაგრამ ევროკავშირმა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ქვეყანას უნდა დაეხმაროს.