პოლონეთში რუსეთის დივერსანტების ქსელი გამოავლინეს

პოლონეთში რუსი აგენტების ქსელი გამოავლინეს, რომელიც, სხვა ქმედებებთან ერთად, გეგმავდა დივერსიას რკინიგზაზე უკრაინისკენ მიმავალი იარაღით და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მატარებლების წინააღმდეგ.

ამის შესახებ Gazeta Polska​ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას საქმის მასალებთან გაცნობილმა წყარომ უამბო, “თავდასხმების რისკი ძალიან დიდი იყო, ამიტომ გადაწყდა მათი დაკავება”.

ჟურნალისტებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშური ქსელი ახლადშექმნილი იყო – 2023 წლის დასაწყისში.

აგენტები, სავარაუდოდ, ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ და ანაზღაურებას ძირითადად კრიპტოვალუტაში იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები