ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გაშვება ადგილობრივი დროით გამთენიისას დაფიქსირდა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის შეფასებით, რაკეტები სუნანის რაიონიდან იყო გასროლილი და ზღვაში ჩავარდა – თითოეულმა, დაახლოებით, 550 კმ იფრინა.
ორი რაკეტა იაპონიამაც დააფიქსირა, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონას გარეთ ჩამოცვივდნენ.
გასულ კვირას ფხენიამა მეორედ გაუშვა თავისი უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Hwasong-18.