ოდესა, ზაპოროჟიე, სუმი, ჟიტომირი – ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, ამუშავებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები.

აფეთქებების ხმები იყო ოდესაში, ჟიმოტირის რეგიონში, ზაპოროჟიეში, სუმში, ჟიტომირში, კიევსა და მის გარეუბნებში.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, მტრის მიერ იყო გამოყენებული საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები და “შაჰედები”.

ოდესა “კალიბრის” ტიპით რაკეტებით იბომბებოდა. ​სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისა და საინფორმაციო დუმილის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ოდესაში, ფეიერვერკების საწყობში ხანძარი გაჩნდა, დაინგრა ერთი სახლი, ასევე, ჭურვი ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოს მოხვდა.

ჟიტომირის რეგიონზე იერიში ირანული წარმოების დრონებით – “შაჰედებით” იქნა მიტანილი.

როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა, “არის ობიექტის ნგრევა, ასევე, დაზიანებულია კერძო მეურნეობა. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ზაპოროჟიეში მუშაობდა საჰაერო თავდაცვა, ამ დროისთვის, შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე, ჯერ არაფერია ცნობილი კროპივნიცკიში აფეთქებები შედეგებზე.

სუმის რეგიონში ჩამოგდებულია 4 დრონი.

ხერსონი და ჟიტომირიც ასევე “შაჰედებით” დაიბომბა.

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, შუმენის მიკრორაიონში კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე, დაზიანდა ორსართულიანი შენობა.

მაშველებმა 89 წლის ქალის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებში აღმოჩნდა.

ჟიტომირში, სავარაუდოდ, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კერძო სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები