რატი ბრეგაძე: როგორც სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება დაცულია – სრულიად ზედმეტია კომენტარის გაკეთება, როცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვინმე ბედავს საუბარს, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ

ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ფარგლებში და შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყველა პატიმრის უფლება დაცულია, მათ შორის სააკაშვილის.

„საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ჩვენ ვართ სამართლებრივო სახელმწიფო. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს. სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება. როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება დაცულია. სრულიად ზედმეტია რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, როცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ დაკვეთებისა და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ვინმე ბედავს საუბარს, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ფარგლებში და შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები