რატი იონათამიშვილი: ევროპარლამენტის 44 წარმომადგენელი სააკაშვილზე წერილით წავიდა ევროკავშირის უმთავრესი და ფუნდამენტური ღირებულების წინააღმდეგ

ევროპარლამენტის 44 წარმომადგენელი აღნიშნული წერილით წავიდა ევროკავშირის უმთავრესი და ფუნდამენტური ღირებულების წინააღმდეგ – ეს არის კანონის უზენაესობა და სამართლიანობის პრინციპი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნებით აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა, ასევე, საქართველოს მართლმსაჯულებას.

„ამ კონტექსტში ყველაზე მთავარი არის მათი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ათასობითაა, ვისაც პირადად შეეხო მიხეილ სააკაშვილის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ენაზე რომ ვთქვათ, დანაშაულებრივი სისტემის სისასტიკე. შესაბამისად, ეს ადამიანები, განსაკუთრებით ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაასამართლა მიხეილ სააკაშვილი და ამ შემთხვევაში ის გასამართლდა, ფაქტობრივად, დეზინფორმაციის კამპანიისთვის, რომელიც წარმოებდა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ვერდიქტის ფონზე, კიდევ უფრო უხერხულია მათი წერილის გამოქვეყნება. ფაქტია, მისი გაზიარება ვერ მოხდება, რადგან არსობრივად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები