რატი იონათამიშვილი: ფაქტია, პრეზიდენტზე მიმდინარეობს ზეწოლა სხვადასხვა აქტორის მხრიდან, რომ მიიღოს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება

ფაქტია,  პრეზიდენტზე მიმდინარეობს ზეწოლა სხვადასხვა აქტორის მხრიდან, რომ მიიღოს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლიანობის პრინციპთან ჩვენს ქვეყანაში და ამ ზეწოლას თავისი ლოგიკური მიზნები გააჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი არეულობა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და პოლარიზაცია გადაიზარდოს კიდევ უფრო მწვავე რადიკალიზაციის ფარგლებში. ეს მიზანი ჰქონდათ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი შემოიპარა ასეთი სამარცხვინო გზით, რა მიზნებსაც მაშინ არ ეწერა განხორციელება. ახლაც აქვთ იგივე მიზნები, მაგრამ ცხადია, ამ მიზნებს განხორციელება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება. შესაბამისად, მეც გამოვთქვამ იმედს, რომ ზურაბიშვილი არ დაუშვებს ამ შეცდომას“, – განმარტა რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები