ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა – ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.