ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები მიიღეს ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ მხრივ უკრაინის შესაშური ნამდვილად არაფერი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის კონტექსტში უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება აბსოლუტური სიბეცეა.

მისივე თქმით, “უკრაინა არის ომში და ნატოს გადაწყვეტილებებიც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს, საქართველოსთან პარალელი, ამ შემთხვევაში, უადგილოა”.

“თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ცივი გონებით, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ მხრივ უკრაინის შესაშური ნამდვილად არაფერი არ აქვს. პირველ რიგში, განსხვავება ვიპოვოთ იმაში, რომ უკრაინაში უმძიმესი ომი მიმდინარეობს.
ამ ფონზე, ოპოზიციის მხრიდან, უკრაინის და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება, სულ მცირე, აბსოლუტური სიბეცეა, ან სრული სპეკულაცია, ან ის, რომ სამშობლოს აღქმა არ გააჩნიათ. ამ ომის პირობებში, თვითონ ნატო არ იყო მზად იმისთვის, რომ უკრაინისთვის კონკრეტული შეთავაზება გაეკეთებინა ნატოში გაწევრიანების ვადასთან დაკავშირებით და ვერც, რა თქმა უნდა, მყისიერი გაწევრიანება ვერ მოხდა. ვიმეორებ, ეს იყო ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები