ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას და დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ გზები უკვე გაყრილია
“ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის გარეშე დარჩა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელიას და დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ გზები უკვე გაყრილია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიფუზია, ამ დიფუზიაში გიორგი ვაშაძის შემოსვლა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დიფუზიურ მოვლენებს – მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. როგორ დამთავრდება ეს დიფუზია, მე მგონი, არავინ იცის. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ლიდერის გარეშე. ჩრდილოვანი მმართველობით, რა თქმა უნდა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებ, მით უმეტეს, როცა ჩრდილოვანი მმართველები არიან ის პერსონები, ვინც არიან – ადეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი. გამომდინარე აქედან, ხაბეიშვილის იმედზე მიხვდნენ, რომ დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით და აქედან გამომდინარე, არიან ამ ძიებაში და დიფუზიაში. მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას და დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ გზები უკვე გაყრილია. აქ ალბათ, ახლა ბრძოლა მიდის, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი გაყოფიდან იმიტომ, რომ თუ ნიკა მელია დატოვებს პარტიას, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურის აქტივის ნაწილი შეიძლება გაჰყვეს ნიკა მელიას და აქედან გამომდინარე, შიდაპარტიული გახლეჩის პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი დასულია პირველად ორგანიზაციამდე, კონკრეტულ პარტიულ აქტივისტამდე – ვინ ვის პოზიციას დაიკავებს და მხარს ვინ ვის დაუჭერს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.