გურამ მაჭარაშვილი – ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე: ერთი მაგალითი დაასახელონ, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებმა მოუწოდონ საზოგადოებას, რომელი ხელისუფლება აირჩიონ და რომელი არა

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა ამ თემაზე ნიკა გვარამიასთან ერთად ისაუბრა და ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციით დაინტერესდა.

„ფაქტი, რომ გვარამია ჩადის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს ხან პირდაპირ მოუწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლაც აფიქსირებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს პოლარიზებას შეუწყობს ხელს თუ დეპოლარიზაციას? ეს არა მხოლოდ არაევროპულია, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. ერთი მაგალითი დაასახელონ, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებმა მოუწოდონ საზოგადოებას, ხელისუფლება რომელი აირჩიონ და რომელი არა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები