მიხეილ სარჯველაძე – ვიოლა ფონ კრამონზე: აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა
რასაკვირველია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ალბათ, ერთგვარად ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც გულისხმობდა იმ შეკრებაზე დასწრებას, რომელიც, როგორც ჩანს, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. რასაკვირველია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ასეთ რამეს არ უნდა კადრულობდნენ ადამიანები, რომლებსაც, წესით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნეიტრალური მიდგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ქვეყნის მხარდაჭერაზე თუ აქვთ პრეტენზია“, – აცხადებს სარჯველაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროდეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი.