ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პოლიციას საყვედურები არ ეკუთვნის

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კელი დეგნანი “თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩაშლის გამო სამართალდამცავთა ქმედებებს აკრიტიკებს.

„პოლიცია იყო მობილიზებული და მოქმედებდა კანონის შესაბამისად, იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეებს. მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი და გარემო იყო ღია, ყველა მხრიდან შეიძლებოდა მიდგომა, ამან განაპირობა ის, რომ სრულად ვერ მოხდა ტერიტორიის დაცვა. ამის გამო საყვედურის ფორმით საუბარი არ მიმაჩნია სწორად. მეორე მხრივ, პოლიციამ სწორად დაალაგა პრიორიტეტი, რომ „პრაიდის“ მონაწილეები გაიყვანა ტერიტორიიდან, რათა მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ დამუქრებოდა. ასე რომ, პოლიცია გარანტიას აძლევს არა რომელიმე ელჩს, არამედ – ზოგადად, კანონის მიხედვით გარანტიას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს. როდესაც სიტუაცია არის ექსტრემალური, პოლიცია ყოველთვის ირჩევს იმ პრიორიტეტს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ მომენტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს პოლიციას საყვედურები არ ეკუთვნის“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები