გურამ მაჭარაშვილი: პოლიციის მიზანია, ნებისმიერი დაპირისპირებული მხარე თუ ჯგუფი გაანეიტრალოს და ცალ-ცალკე ამყოფოს, რაც მან მოახერხა

პოლიციის მიზანია ნებისმიერი დაპირისპირებული მხარე თუ ჯგუფი გაანეიტრალოს და ცალ-ცალკე ამყოფოს, რაც მან მოახერხა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, უპასუხა, რომელმაც „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიების ჩაშლის გამო პოლიცია გააკრიტიკა.

„პოლიციამ ასევე მოახერხა ის, რომ არ ყოფილიყო ფიზიკური ძალადობები და ა.შ. ამიტომ მადლობა ეკუთვნის პოლიციას ამისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „პრაიდ-ფესტივალთან“ დაკავშირებით ამერიკის ელჩი სამართალდამცველთა ქმედებებს აკრიტიკებს. კელი დეგნანი შსს-ს მიერ გაცემულ დაპირებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციას შესაბამისი პასუხი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები