გურამ მაჭარაშვილი: საქართველო ჯერ კიდევ წლების წინ იყო თავსებადი ნატოს სტანდარტებთან

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ნატოს სტანდარტებთან ჯერ კიდევ წლების წინ იყო თავსებადი.

მისივე თქმით, საქართველო ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ბევრი მიმართულებით უსწრებს.

„საქართველო ჯერ კიდევ წლების წინ იყო თავსებადი თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ნატოს სტანდარტებთან და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ ბევრი მიმართულებით. ეს მათივე საერთაშორისო დასკვნებიდანაც მშვენივრად ჩანს. ამ სამიტით ჩანს, რომ გრძელდება ნატოს პოლიტიკა – „სიფრთხილე და პრაგმატულობა“ და აქედან გამომდინარე მით უფრო გამართლებულია საქართველოს პოლიტიკა, რომ იყოს პრაგმატული”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები