საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თობიას ლინდნერი ეწვევა

12 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თობიას ლინდნერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ლინდნერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის, თბილისი პრაიდთან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა, საუბრის თემა იქნება  რეგიონში არსებული სიტუაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები