უკრაინა რუსეთთან საზღვარზე „კედლის“ აშენებას იწყებს

უკრაინა რუსეთთან საზღვარზე პროექტ „კედლის“ ფარგლებში ნაგებობების მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, – წერს გამოცემა „ვესტი“.
„ჩვენ ვიწყებთ პროექტს „კედელი“. ეს უკრაინას და რუსეთის ფედერაციის შორის რეალური სახელმწიფო საზღვრის მშენებლობაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, იაცენიუკის მოსაზრებით, უკრაინის თავდაცვის ახალ დოქტრინაში რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს აღიარებულ სახელმწიფოდ, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები