ირაკლი ზარქუა: გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ელჩი იქნას გაწვეული უკრაინის მხრიდან, ბუნებრივია, მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით – მიუღებელია.
“ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენი გუშინ მოვისმინეთ, რომ ჩვენი ელჩი იქნეს გაწვეული უკრაინის მხრიდან, ბუნებრივია, მიუღებელია. მე ვცდილობ, რომ სიტყვები შევარჩიო, რადგან უკრაინა მაინც ომში ჩართული ქვეყანაა და მისი ლიდერის გადაწყვეტილება, შემიძლია ვთქვა, რომ იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს არ ჯდება არანაირ არგუმენტში. მაშინ, როდესაც საქართველო და მისი საელჩო იყო ერთადერთი საელჩო და წარმომადგენლობა უკრაინაში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, არ დაუტოვებია უკრაინელი ხალხი მაშინ, როდესაც სხვა საელჩოები გაიხიზნნენ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. ამ პატარა ქვეყანამ შევძელით ის, რომ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამეულში მოვხვდით და ამის შემდეგ გამოდიხარ და ამ გადაწყვეტილებას იღებ, ეს არის უსამართლობა”, – აღნიშნა ზარქუამ.