ქუთაისში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება
საქართველოს პარლამენტი დღეიდან მუშაობას ქუთაისში განაგრძობს. ბიუროს გადაწყვეტილებით, 12.00 საათზე ქუთაისში ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო 13.00 საათზე საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება. დეპუტატები მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე ინიცირებული კანონპროექტების განხილვით განაგრძობენ, ასევე დაგეგმილია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვის დაწყება.
პარლამენტის საშემოდგომო სესია გუშინ, თბილისში, პარლამენტის სასახლეში დავით აღმაშენებელის სახელობის განახლებულ დარბაზში, ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მუშაობას, როგორც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებში, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებში განაგრძობს.