სახალხო დამცველი ნიდერლანდების ეროვნულ ომბუდსმენს შეხვდა

2023 წლის 29 ივნისს ამსტერდამში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი ნიდერლანდების ეროვნულ ომბუდსმენს, რაინიერ ვან ზუტპენს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურას; ასევე, ევროპის ქვეყნების ომბუდსმენებთან თანამშრომლობის დეტალებს.

ომბუდსმენებმა ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა, ინსტიტუციების მანდატი და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა უფლებების დაცვაზე, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე.

ლევან იოსელიანმა თავისი ნიდერლანდელი კოლეგა ურთიერთობების გაღრმავებისა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები