თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ATU Duty Free-ის განახლებული მაღაზია გაიხსნა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ATU Duty Free-ის განახლებული მაღაზია გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი მაღაზია მგზავრებს კომფორტულ გარემოში შოპინგის პრივილეგირებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
განახლებულ Duty Free-ში მსოფლიოს 80-მდე პრემიუმ ბრენდს ახალი ბრენდების პროდუქციაც დაემატა. ATU Duty Free-ის ოპერირებაშია ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ზონაში მდებარე ქართული ღვინის მაღაზია, რომელიც მგზავრებს ადგილობრივი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ქართული ღვინის მაღაზიაში წარმოდგენილია 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია, მათ შორის ღვინო, საკვები და სუვენირები. სამგზავრო საცალო ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ATU Duty Free მომხმარებელს უბაჟო ვაჭრობის მომსახურებას 3 კონტინენტზე, 6 ქვეყნის 20 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში, 110-ზე მეტ მაღაზიაში სთავაზობს. ATU ახორციელებს Old Bazaar კონცეფციის მაღაზიებისა და 20-ზე მეტი ბრენდული ბუტიკი-მაღაზიის ოპერირებას სტამბოლის აეროპორტში, ასევე ოპერირებს გალათაპორტ სტამბულის საკრუიზო პორტის უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში; თურქეთში – ანკარას, იზმირის, ალანიისა და ბოდრუმის აეროპორტებში; მაკედონიაში – სკოპიესა და ოჰრიდის აეროპორტებში; ტუნისში – ენფიდას, მონასტირის, კართაგენის, ჯერბას, სიფაქსის, ტოზეურისა და ტაბარკას აეროპორტებში, ლატვიაში – რიგის აეროპორტში და ომანში – სალალაჰის აეროპორტში. TAV Airports-თან და Unifree Duty Free/Gebr.Heinemann-თან პარტნიორობით დაფუძნებული ATU Duty Free მგზავრებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების 50 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს.