დავით ნარმანია საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს მერის რანგში პირველად შეხვდა. შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობასა ისაუბრეს. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მთავრობას მუნიციპალური მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სერვისების ინოვაციების კუთხით რამდენიმე პროექტი აქვს, რომელშიც საინტერესო იქნება ისრაელის გამოცდილების გაზიარება.
ინვესტორებს უმასპინძლოს და მათთვის საინტერესო პროექტები გააცნოს, რომელთა შორისაა სასტუმროების და ტურისტული ინფრასტრუქტურის, მოძველებული შენობების ჩანაცვლების და სხვა პროექტები. დავით ნარმანიამ თბილისობის დღესასწაულზე მისი კოლეგა, იერუსალიმის მერი ნირ ბარკატი მოიწვია. მისი თქმით, ეს იქნება საუკეთესო საშუალება ერთმანეთის გასაცნობად და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისრაელისა და საქართველოს 26 საუკუნოვან ურთიერთობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები