4-8 ივლისს, საქართველოს პარლამენტი, თბილისში უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას

4-8 ივლისს, საქართველოს პარლამენტი, თბილისში უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია. 4 – 6 ივლისს, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები გაიმართება, ხოლო 7-8 ივლისს, პლენარული სესია ჩატარდება. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია ოფიციალურად გაიხსნება 7 ივლისს, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს რეგულაციების თანახმად, ღონისძიების გაშუქების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის 18:00 სთ-მდე. მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე – media@parliament.ge უნდა გამოაგზავნონ მედიასაშუალების, მედიასაშუალებების წარმომადგენლების სახელი, გვარი, პოზიცია, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები