რუსი ოკუპანტების მიერ 27 ივნისს, კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდეა გაზრდილი, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, 56 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შსს-მ გაავრცელა.
“რაშისტებმა” კრამატორსკის ცენტრს ორი ჭურვი ესროლეს. მათგან ერთი შენობას მოხვდა, რომელშიც სტუმრებით სავსე რესტორანი იყო, მეორე კი გარეუბნის სოფელ ბელენკიში ჩამოვარდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 ივნისის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე S-300 რაკეტებით „სასტიკი იერიში მიიტანეს“.
ცნობილია, რომ დაჭრილებს შორის არის კოლუმბიის სამი მოქალაქე – სერხიო ჯარამილო, მწერალი – ჰექტორ აბადი და ჟურნალისტი, კატალინა გომესი, რომლებსაც რესტორანში უკრაინელი მწერალი, ვიქტორია ამელინა მასპინძლობდა, რომელიც ასევე თავის არეში მძიმედ დაიჭრა.
სოფელ ბელენკიში ხუთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.