„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მზვერავები გადამზადებას დარიალის ხეობაში გადიან

   დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ ოსეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მზვერავები შეიკრიბნენ. შეკრების მიზეზი წვრთნების გავლა, უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და საუკეთესოების იდენტიფიცირებაა.
სადაზვერვო შენაერთების და სპეციალური დანიშნულების ძალების გადამზადება სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის პოლიგონზე, „დარიალზე“ ხორციელდება. „დარიალის“ მსგავსი მაღალი პოლიგონი მხოლოდ რუსეთის ფედერაციას გააჩნია. ე.წ. რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეებს სადაზვერვო და საძიებო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა ეძლევათ. ისინი აქტიურად გადიან წვრთნებს იმისათვის, რომ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ჰქონდეთ მუშაობის უნარი, იქნება ეს მთისა თუ ბარის გარემო. ისინი ასევე ალპინიზმის უნარებს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები