ლიზ ტრასი მოუწოდებს ლონდონს, რუსეთის პოტენციური დაშლისთვის მოემზადოს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა მოუწოდა ლონდონს და მის მოკავშირეებს, მოემზადონ რუსეთის პოტენციური დაშლისთვის.

ამის შესახებ მან თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, – წერს Sky News-ი.

„ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები – მათ შორის, უკრაინელები, პოლონელების ჩათვლით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით – უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გეგმა რუსეთის დაშლის შემთხვევაში“, – თქვა ტრასმა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლს, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით თემთა პალატაში, თავდაპირველად, ტრასის სიტყვებზე რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ „რუსეთის ხელმძღვანელობა რუს ხალხს ეკუთვნის“.

“სპეკულაციებს არ ვცდილობთ და არც პროგნოზირებას ვცდილობთ – ჩვენ მხოლოდ ვგეგმავთ და ვახორციელებთ საგანგებო ზომებს. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ამ კონფლიქტის შედეგი, ჩვენ მზად ვიქნებით”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები