ჯეიმს კლევერლი: პრიგოჟინის აჯანყება პუტინის ავტორიტეტისათვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს

Britain's Foreign Secretary James Cleverly addresses the closing session on the second day of the Ukraine Recovery Conference in London on June 22, 2023. Leaders and representatives from more than 60 countries are in London for a two-day conference to secure funding to help Ukraine recover from the ravages of war. (Photo by HENRY NICHOLLS / POOL / AFP) (Photo by HENRY NICHOLLS/POOL/AFP via Getty Images)

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის აჯანყება, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.

„რუსეთის მთავრობის სიცრუე პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოააშკარავა. პრიგოჟინის აჯანყება პუტინის ავტორიტეტისათვის უპრეცედენტო გამოწვევაა და აშკარაა, რომ რუსეთის ომისადმი მხარდაჭერაში ბზარები ჩნდება.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში გამოსვლისას, კლევერლიმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთში განვითარებული მოვლენები „რუსეთის შიდა საქმედ“ მიიჩნია.

„და რა თქმა უნდა, რუსეთის ხელმძღვანელობა მხოლოდ რუსი ხალხის საქმეა. მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პუტინის ერთ-ერთმა პროტეჟემ საჯაროდ გაანადგურა მისი საქმე უკრაინაში ომთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები