“ხელისუფლების დამხობას არ ვაპირებდით” – პრიგოჟინი მიმართვას ავრცელებს
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, ბოლო 48 საათში პირველად, აუდიომიმართვას ავრცელებს.
მისი 10-წუთიანი ჩანაწერი ტელეგრამ-არხზე “პრიგოჟინის პრესსამსახური” გავრცელდა.
პრიგოჟინი დეტალურად აღწერს „ვაგნერელების“ მომზადების მაღალ დონეს და აღიარებს რუსული არმიის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოგდების ფაქტებს.
თავისი მოქმედების მიზანს და მის დასასრულს ასე აღწერს: „ჩვენ გავჩერდით იმ მომენტში, როდესაც თავდასხმის რაზმი მოსკოვს მიუახლოვდა, შემოგარენის დაზვერვა მოახდინა და გაირკვა, რომ სისხლი დაიღვრებოდა. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საკმარისია იმის ჩვენება, რის გაკეთებასაც ვაპირებდით. შებრუნების გადაწყვეტილების უკან კი, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო: პირველი – ჩვენ არ გვინდოდა რუსული სისხლის დაღვრა, მეორე – მივდიოდით ჩვენი პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად”.
ამავე დროს, პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ამჟამად.