“რუსეთში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის​ ვართ მზად” – სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, “ვაგნერის” აჯანყების მცდელობის ფონზე, ლონდონი რუსეთში მოვლენების სხვადასხვა სცენარისთვის არის მზად.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სუნაკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

”ჯერჯერობით, ნაადრევია წინასწარ განსაზღვროთ, რა შედეგები შეიძლება, ამას მოჰყვეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, სხვადასხვა სცენარისთვის. ეს არის სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებდით და ვაკვირდებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგან ვაცნობიერებთ რუსეთის უკანონო ომის პოტენციური დესტაბილიზაციის გავლენებს, ასევე, “ვაგნერსა” და პუტინს შორის დაძაბულობას”, – თქვა მან.

The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული სამეფო უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციის მოულოდნელი, დაშლისთვის, რომ მსგავსი მოვლენები ლონდონისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები