“პუტინისთვის ძალიან სერიოზული სიტუაციაა” – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური მიიჩნევს, რომ რუსეთში შეიარაღებული აჯანყებასთან დაკავშირებული ვითარება, კრემლის ლიდერისთვის ძალიან სერიოზულია.

ამის შესახებ ERR წერს.

ესტონელი მინისტრის თქმით, რუსეთში არსებული მდგომარეობის შეფასება ნაადრევია.

„ძალიან ნაადრევია იმის თქმა, სამოქალაქო ომია, არეულობა თუ რევოლუცია, რადგან ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. მაგრამ ვითარებას ერთობლიობაში გადავხედავთ, ცხადია, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა, რადგან პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ყველა, ვინც შეუერთდა ამ აჯანყებას, განადგურდება. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან სერიოზული სიტუაციაა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები