„ვაგნერი“ მიზნად ისახავს მოსკოვში მოხვედრას – ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანულ დაზვერვას მიაჩნია, რომ „ვაგნერის“ დემარში არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა რუსული სახელმწიფოსთვის და უახლოესი საათები იქნება გადამწყვეტი, თუ როგორ განვითარდება ეს კრიზისი.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივნისს დაუთმო ანგარიში „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტს.
მათ აღნიშნეს, რომ დაქირავებულებმა გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას, აიღეს კონტროლი როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბზე, ხოლო „ვაგნერელთა“ ნაწილი ჩრდილოეთით მოძრაობს ვორონეჟის რეგიონის გავლით და მიზნად ისახავს მოსკოვში მოხვედრას.
რუსეთის უშიშროების ძალები, როგორც ჩანს, წინააღმდეგობას არ უწევენ „ვაგნერელებს“.
“უახლოეს საათებში რუსეთის უშიშროების ძალების ლოიალურობა იქნება კრიზისის განვითარების გასაღები. ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა რუსეთის სახელმწიფოსთვის ბოლო დროს”, – ნათქვამია ანგარიშში.