მოსკოვში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
„მოსკოვში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ანტიტერორისტული ღონისძიებები ტარდება. გზებზე დაწესებულია დამატებითი კონტროლი. შესაძლებელია მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შეზღუდვა. გთხოვთ, გააზრებულად მოეპყროთ მიღებულ ზომებს“, – წერს სობიანინი სოციალურ ქსელში.
რუსეთის გუბერნატორმა, ვორობიოვმა ასევე გამოაცხადა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოსკოვის რეგიონში.
„მოსკოვის რაიონში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ვითარებას აკონტროლებენ ძალოვანი უწყებები და FSB. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ღონისძიებები. შესაძლებელია დამატებითი შემოწმება სამხრეთის გზებზე, ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, თუ ეს შესაძლებელია, თავი შეიკავოთ პირადი ტრანსპორტით მგზავრობისგან მოსკოვის რეგიონის სამხრეთით, პირველ რიგში რეგიონის გარეთ”,- განაცხადა ვორობიოვმა.