კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა დააანონსა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უახლოეს პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას მიმართავს. 

ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი დააწესა. მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები