აჯანყებისკენ მოწოდების გამო, ФСБ-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აჯანყებისკენ მოწოდების გამო, „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამასთან დაკავშირებით ФСБ-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები