პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პრიგოჟინის პრესსამსახურის „ტელეგრამის“ არხზე გამოჩნდა ხმოვანი შეტყობინება, რომელსაც ევგენი პრიგოჟინის განცხადება ერთვოდა.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის, პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, სად იყო ბანაკები განთავსებული, ან როგორ განხორციელდა მათზე სარაკეტო დარტყმა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები