პესკოვი: პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ ყველა მოვლენის შესახებ

ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ ყველა მოვლენის შესახებ. საჭირო ზომები მიიღება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები