რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სატრანსპორტო კომპანია დაბომბეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 დაშავდა.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა Telegram-ში დაწერა.
მისი ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე, საწარმოს 43 წლის თანამშრომელი უკვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.