2008 წელს “ქართული აგრესიის მოგერიებისთვის” ე.წ.სამხრეთ ოსეთში მედლები დაარიგეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, მარატ პავლოვმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის სახელით, ჯარისკაცთა ჯგუფი დააჯილდოვა, რომელმაც “2008 წლის აგვისტოში ქართული აგრესიის მოგერიებაში, რუსეთის ერთ-ერთი ქვედანაყოფის შემადგენლობაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო”.

მათ მედლები “სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დაცვისთვის“ გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიაზე “თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ ოსეთის დამცველებს საქართველოს მშვიდობისკენ იძულების სპეცოპერაციის დროს, თავდადებისთვის. სამხედროებს კი ჯანმრთელობა, წარმატებები უსურვა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები