“გრაფიკში ვეტევით” – კულება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის უკრაინა “გრაფიკში ეტევა”.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა, მრავალწლიანი პროცესის ნაცვლად, გაწევრების მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების ფაზაშია.
„ჩვენ იქ ნორმალური, როგორც ამბობენ, კრუიზული სიჩქარით მივდივართ. თუ ფორსმაჟორი არ მოხდა, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, ეტევა თუ არა უკრაინა განრიგში, რომ წლის ბოლოსთვის დაიწყოს მოლაპარაკებები, კულებამ დადებითად უპასუხა.
„მასში ვეტევით, მაგრამ მე ვამბობ: თუ ცუდი არაფერი მოხდა, ამ გზას ღირსეულად გავივლით“, – დასძინა მინისტრმა.