ალუდა ღუდუშაური სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატი ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და საპარლამენტო მუშაობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს პარლამენტი და ხელისუფლება ქვეყნის მომავლისთვის. შევთანხმდით გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე, სადაც ახალგაზრდების იდეებზე ვიმსჯელებთ. ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მომავლისთვის არის განუზომელი. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არიან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.