“ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა პუტინის რეჟიმის მხარდაჭერას გააძლიერებს“ – ერმაკი

ნატო უნდა ჩამოყალიბდეს საკუთარ პოზიციაში იმის შესახებ, მიიღებს თუ არა უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პუტინი მიიღებს უზარმაზარ ბონუს მომდევნო საპრეზიდენტო ვადისთვის – არა მხოლოდ მიწების შემგროვებლის სტატუსს, არამედ დასავლეთის დამმარცხებლისაც. ეს მხოლოდ გააძლიერებს მისი რეჟიმის მხარდაჭერას და შექმნის აგრესიის ლეგიტიმურობის ილუზიას“.

ერმაკი ამბობს, რომ “როგორც კი გარემოებები იქნება, უკრაინამ ნატოდან უნდა მიიღოს ალიანსში წევრობის მკაფიო პერსპექტივა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები გარდამავალი პერიოდისთვის”.

“არწაგება  არ არის ჩვენთვის ვარიანტი. სტატუს-კვოს აღდგენა – არ არის ვარიანტი. ამ ომის შედეგთან დაკავშირებით ნებისმიერი გაურკვევლობა, ჩვენს მისწრაფებებზე ნატოს რეაქციაში ნებისმიერი ორაზროვნება რუსეთის გამარჯვების იდენტური იქნება”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები