ბელარუსში რუსულმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
ბელარუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი ბარანოვიჩის რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟი გადარჩა.
ადგილზე მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.