დისტანციურად მართვადმა აპარატმა ზღვის ფსკერს მიაღწია და გაუჩინარებული Titan-ის ძებნა დაიწყო

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დისტანციურად მართვადმა აპარატმა ზღვის ფსკერს მიაღწია და გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის – “ტიტანის” ძებნა დაიწყო.

„კანადურმა ხომალდმა Horizon Arctic-მა განათავსა ROV, რომელმაც ზღვის ფსკერს მიაღწია და დაიწყო დაკარგული ნავის ძებნა“, – ნათქვამია აშშ-ის სანაპირო დაცვის “ტვიტერის” გვერდზე.

მათივე ცნობით, წყალში ჩასაშვებად თავის ROV-ს​ ფრანგული ხომალდი L’Atalante-იც ამზადებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 18 ივნისს გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავში Titan-ში ჟანგბადის მარაგი იწურება.

აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალმა, ჯონ მაუგერმა განაცხადა, რომ “ტიტანის” ბორტზე ჟანგბადი მაქსიმუმ 20 საათის მარაგი რჩება, თავდაპირველად, 96 საათის სამყოფი იყო. მისი თქმით, ზუსტი შეფასების გაკეთება რთულია, რადგან უცნობია, რამდენ ჟანგბადს მოიხმარს იქ მყოფი თითოეული ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები