“ეს არის მორიგი ტყუილი” – პესკოვი ზაპოროჟიეს სადგურზე ტერაქტის მომზადებაზე
“ეს არის მორიგი ტყუილი”, – ასე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “რაშისტები” ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს გეგმავენ.
“დიდი ალბათობით, ეს მორიგი ტყუილია. ეს არის მორიგი ტყუილი”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის სცენარს განიხილავს.
“რუსეთის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აგრესიის ელემენტად იყენებს. ის იკავებს სადგურს, ინახავს იქ იარაღს და სამხედრო პერსონალს. ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის სცენარს განიხილავს, ტერორისტული აქტს რადიაციის გაჟონვით. ამისთვის ყველაფერი მოამზადეს”, – განაცხადა მან.