ალექსი პეტრიაშვილი პოლიციელებს დამნაშავეთა დაკავება-“გატელევიზორებას” ურჩევს

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის მოქალაქის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც პეტრიაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას ნარკოტიკებით მოვაჭრის მოქალაქეობა არ აინტერესებს და დამნაშავის დაკავებას მიესალმება. მინისტრი სამართალდამცველებს მადლობას უხდის. იგი მოუწოდებს, გააგრძელონ ამგვარი მუშაობა და ე.წ. “სუტინიორებიც” და “მამაშებიც” დააკავონ.
“ნარკობარიგას” მოქალაქეობა მე არ მაინტერესებს! ძალიანაც კარგი, რომ დააკავეს! ე.წ. “სუტინიორებიც” და “მამაშებიც” უნდა დააკავონ და შეიარაღებული “ბლატნოებიც”! ვიცი, რომ აკავებენ, ბევრს და თავდაუზოგავად მუშაობენ. მადლობა ჩვენს პოლიციელებს. დააკავეთ და რაც მთავარია, გაატელევიზორეთ!“, – წერს პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები