შოლცი ერდოღანს მიმართავს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მოუწოდებს თურქეთს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადი.
ამის შესახებ მან ბუნდესტაგში განაცხადა.
შოლცმა აღნიშნა, რომ შვედეთი უნდა დაესწროს ვილნიუსის სამიტს, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
„მივმართავ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მოწოდებით, რომ ამისკენ გზა ახლა გახსნას – როგორც ყველამ ერთად გასულ წელს მადრიდში გადავწყვიტეთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის გარდა შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არც უნგრეთს მოუხდენია.
მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა შეასრულა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ივლისის ვილნიუსის სამიტამდე მოხდება.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ განაცხადს მხარს ჯერ არ დაუჭერს.