“ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს სადგურზე ტერაქტს ამზადებს” – ზელენსკი

უკრაინულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის სცენარს განიხილავს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.

“რუსეთის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აგრესიის ელემენტად იყენებს. ის იკავებს სადგურს, ინახავს იქ იარაღს და სამხედრო პერსონალს. ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის სცენარს განიხილავს, ტერორისტული აქტს რადიაციის გაჟონვით. ამისთვის ყველაფერი მოამზადეს”, – განაცხადა მან.

როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა,  მას არაერთხელ მოუწია შეხსენება, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს.

“ყველა არსებულ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს – ყველას მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, არაბული სამყარო, აფრიკა – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ეს. არსად ატომურ ელექტროსადგურებზე ტერაქტები არ უნდა ხდებოდეს. ამჯერად, არ უნდა მოხდეს, როგორც კახოვსკაიაზე იყო: მსოფლიო გაფრთხილებულია, ამიტომ, მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები