შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს და არა ალიანსში დაჩქარებულ შესვლას ჰპირდება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს დაჰპირდა.

ამის შესახებ მან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – წერს Reuters-ი.

ამავდროულად, შოლცმა გააქარწყლა კიევის იმედები ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ.

“არსებულ ვითარებას ფხიზელებმა  უნდა შევხედოთ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლება თავად აღიარებს ნატოში შესვლის შეუძლებლობას, სანამ ომი მიმდინარეობს.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ვილნიუსში ნატოს სამიტზე ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, კერძოდ, უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

შოლცის თქმით, ბერლინი მუშაობს G7-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, კიევის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებზე.

„ჩვენი მიზანია უკრაინის მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, თანამედროვე დასავლური იარაღით და უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება რუსული აგრესიისგან თავდაცვის დროს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები