ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებებია
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებებია, ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ამის შესახებ ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლება Telegram-ში წერს.
“მელიტოპოლში აფეთქებების ხმები გაისმა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. დეტალები ზუსტდება”, – ნათქვამია ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის განცხადებაში.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ყირიმის ხერსონის რეგიონთან დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე ხიდია აფეთქებული.
ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, რომ იერიში უკრაინელი სამხედროების მიერ არის მიტანილი, მისივე ვარაუდით, Storm Shadow-ის რაკეტებით.